თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს შენიშვნებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ დადგენილებაზე, რომლითაც მოწესრიგდა „კორონავირუსით” ინფიცირებულთა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, თუმცა, ორგანიზაცია თვლის, რომ დადგენილება შეიცავს რიგ ხარვეზებს.
„1) ის პირები, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან ბინაზე გადიან მკურნალობას შეყვანილ იქნებიან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართავენ ცესკოს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, რაც გაუმართლებელია, რადგან თუკი ასეთი ამომრჩევლები ვერ შეძლებენ დროულად მიმართვას, მათ არ ექნებათ ხმის მიცემის საშუალება.
2) ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდება მხოლოდ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება შეიქმნას სპეციალური საარჩევნო უბნები ისეთ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში, სადაც 30-ზე მეტი ამომრჩეველია, რაც უზრუნველყოფს ხმის მიცემის პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობას და მასზე დაკვირვების უკეთეს შესაძლებლობას“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)