en
ge

პროექტი - „განათლების სივრცე“

აჭარა. 19 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სააქტო დარბაზში ახალგაზრდულმა ორგანიზაცია არტ ვეიმ მორიგი პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საინიციატივო ჯგუფ „ახალგაზრდულ გზასთან" ერთად ახორციელებს.  პროექტის მიზანია მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება, ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებისა და უნივერისტეტის დაახლოება. პროექტი თავისმხრივ მოიცავს მოსწავლეებსა და სტუდენტებში ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებას, სამეცნიერო ნაშრომების წერის მეთოდების შესწავლასა და საინტერესო პრეზენტაციების მომზადების შესახებ ტრენინგების ჩატარებას. პროექტის მომდევნო ეტაპზე გაიმართება რეფერატულ ნაშრომთა კონკურსი, რომელშიც სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი ხორციელდება აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023