თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტების მიხეილ სესიაშვილის და თათია წოწონავას წინააღმდეგ.
„განმცხადებლის განმარტებით, ეთერში გასული მასალა შეიცავს ბრალდებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მიკერძოებულობაზე, მისივე განმარტებით, ერთ-ერთი კომისიის წევრი შეცდომით ჰყავთ დასახელებული, სიუჟეტში ნაჩვენები ფოტო კი მანიპულაციურია და არასწორ წარმოდგენას ქმნის მაყურებელში. ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები“, ნათქვამია ქარტიის ვებგვერდზე.
წყარო: www.qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)