თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის სარჩელი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას, შევიწროების ფაქტის დადგენას და მისი შეწყვეტის დავალებას, ასევე, მორალური ზიანისათვის სიმბოლური თანხის, ერთი ლარის ანაზღაურებას შეეხება.
„აღნიშნულ დავაში მოპასუხეები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის რექტორი და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი ეთიკის კომისიის წევრები არიან. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ ზეწოლა და სამსახურში მტრული გარემოს შექმნა დაიწყო მას შემდეგ, როდესაც მან უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე პლაგიატში ამხილა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)