en
ge

ეთნიკური უმცირესობების უფლებები პარტიების წინასაარჩევნო ხედვებში - 2020

ეთნიკური უმცირესობების უფლებები პარტიების წინასაარჩევნო ხედვებში - 2020

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს პარტების წინასაარჩევნო ხედვებში ეთნიკური უმცირესობების უფლებების ანალიზს.

„საჯაროდ გამოქვეყნებული პროგრამების უმრავლესობა, ევროპული საქართველოს და ლელოს გარდა, ცალკე თავად ან ქვეთავად არ გამოყოფს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საკითხს. 

პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების ანალიზი ცხადყოფს, რომ პარტიები ხშირად არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებს, წუხილებს და გამოწვევებს სიღრმისეულად არ იცნობენ. წინასაარჩევნო პროგრამები ხშირად ავლენს პარტიების ტრაფარეტულ და ზედაპირულ მოსაზრებებს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვისა და საჯარო-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხებზე. ამ კუთხით საგულისხმოა რამდენიმე პარტიის მიერ განსხვავებული ნარატივების და ტექსტების შემოთავაზების მცდელობა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ პროგრამებს ფრაგმენტულობა და ხელოვნურობას ახასიათებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)