თბილისი. მედიაჩექერი აქვეყენს მაია მეცხვარიშვილის ბლოგპოსტს: როგორ აღმოჩნდა მაყურებელი სხვის საძინებელში.
„საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესის საგანია, მიიღოს დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებენ საგამოძიებო ორგანოები დამნაშავის ძებნა-დაკავების ოპერაციას, თუმცა, ემსახურებოდა თუ არა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას “ფორმულას” ჟურნალისტის ჩართვა თავდასხმაში ბრალდებული პირის ნათესავის ცარიელი სახლიდან? რა ტიპის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა ჟურნალისტის მხრიდან არეული საწოლებისა და კარადების, გაჩხრეკილი საძინებლის ჩვენება?
„ამგვარი ინტერესის გარეშე არა მხოლოდ კერძო პირის, არამედ საჯარო პირის პირად ცხოვრებაში შეჭრაც არაეთიკურია”, - ნათქვამია ქარტიის პრინციპების განმარტებებში“.
წყარო: www.mediachecker.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)