თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს სტატიას: საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ინტერესების დაცვის დისკურსები, პრაქტიკები და გამოწვევები.
„წარმოდგენილი სტატიის მიზანია, ახსნას, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაში ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე ჰუმანიტარული დახმარების დისკურსები და პრაქტიკები, რა ინიციატივები არსებობდა კონფლიქტის შემდგომ პერიოდში მოლაპარაკებების პროცესში და დღეს სად არის ეს პროცესი გაჩერებული. სტატიის მიზანია ვაჩვენოთ სამშვიდობო პოლიტიკაში არსებული ხარვეზები და ის გარდუვალობებიც, რომლებიც კონფლიქტის ტრანსფორმაციის და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის მხარდაჭერის პროცესს ასუსტებდა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)