en
ge

სამართლებრივი დახმარების ახალი პროექტი

სამართლებრივი დახმარების ახალი პროექტი

თბილისი. „უფლებები საქართველომ“ პანდემიისაგან დაზარალებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების გასაწევად ახალი პროექტი დაიწყო.

„პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები უფასო სამართლებრივი კონსულტაციით ისარგებლებენ. საჭიროების შემთხვევაში კი, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატი მათ ინტერესებს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში დაიცავს. 

ორგანიზაცია ფოკუსირდება სოციალურად დაუცველი პირების, ხანდაზმულების, დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლების დაცვაზე, მათ შორის, ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ პირების უფლებების დაცვას, რომლებიც, COVID -19-ის გავრცელების შემდეგ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამო, გაათავისუფლეს სამსახურიდან, შეუმცირეს ანაზღაურება, ან აიძულებენ, იმუშავონ ჯანმრთელობისათვის არაუსაფრთხო გარემოში“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)