თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს მორიგ ბლოგპოსტს: ვინ გაავრცელა ივანიშვილზე გაყალბებული დოკუმენტი.
„27 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა ექვთიმე ბიძინაშვილი გამოაქვეყნა ფოტო, აღწერით: „დამადასტურებელი დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ“. ფოტოზე წარმოდგენილია დოკუმენტი, რომლის აღწერიდან ირკვევა, რომ ის წარმოადგენს მოსკოვის მე-4 ფსიქიატრიული დაწესებულების ცნობას“.
მითების დეტექტორის თანახმად, გავრცელებული დოკუმენტი გაყალბებულია, რადგან მასში მითითებული ქვეყნის სტატუსი და გერბი 1991 წელს არ გამოიყენებოდა, ხოლო თავად ტექსტი შეიცავს გრამატიკულ შეცდომებს.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)