თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.
„მის წინააღმდეგ ქარტიას ბესიკ კალაძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, გადაცემაში “რეაქცია” ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 29 სექტემბერს გავიდა. განმცხადებლის განმარტებით, წამყვანს გადაცემაში სტუმრად მოწვეული ჰყავდა ნიკა მელია, რომელსაც გადაცემის მიმდინარეობისას ეჭირა მისი ფოტოსურათი და მასზე ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას. ბესიკ კალაძის განმარტებით, წამყვანმა ხელი არ შეუშალა სტუმარს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც შეიცავდა დისკრედიტაციას“, ნათქვამია ქარტიის ვებგვერდზე.
წყარო: www.qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)