en
ge

EMC: 15 000 ლარი უკანონოდ გათავისუფლებული სოციალური მუშაკის სასარგებლოდ

EMC: 15 000 ლარი უკანონოდ გათავისუფლებული სოციალური მუშაკის სასარგებლოდ

თბილისი. 28 ოქტომბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ EMC-ის სარჩელის საფუძველზე სოციალური მუშაკის „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ახალ სააგენტოს სოციალური მუშაკისათვის 15 000 ლარის გადახდა დააკისრა.

„საზოგადოებისათვის ცნობილია რომ 2019 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, იმის ნაცვლად, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკი ახლადშექმნილ ,,სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში“ უკონკურსოდ გადაეყვანათ, 33 სოციალური მუშაკი, შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, სამსახურიდან გაანთავისუფლეს. EMC გათავისუფლებული სოციალური მუშაკის 8 საქმეს აწარმოებს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)