თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება.
„მოსამართლეთა კონფერენციის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ჩატარება და საბჭოს ორი ახალი წევრისა და მდივნის არჩევა, ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული კლანი არჩევნებამდე ცდილობს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და გავლენიანი თანამდებობების დაკავებას, რათა მომდევნო 4 წლის ვადით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანისადმი მისაღები და ლოიალური კანდიდატები გარანტირებულად იქნენ წარმოდგენილნი.
კოალიცია შეახსენებს საზოგადოებას, რომ 2012 წლიდან დღემდე სასამართლო სისტემაში მრავალი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, თუმცა სასამართლო სისტემა თვისებრივად ვერ შეიცვალა“, ნათქამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)