თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს ბლოგპოსტს: გადააგდო თუ „დაიბრუნა“ ნიკა მელიამ ელექტროსამაჯური. გამოცემა „მარშალპრესის“ ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ არასაპატიმრო სასჯელისთვის დამაგრებული ელექტრონული სამაჯური მოიხსნა, შემდეგ კი ისევ დაიმაგრა. გამოცემის მტკიცებით, მელია ამ დროისთვის ამ სამაჯურით გადაადგილდება.
„მარშალპრესის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალა მტკიცებულებების გარეშეა. ფაქტს, რომ პროტესტის ნიშნად გადაგდებული ელსამაჯური ნიკა მელიამ აქციის შემდეგ ისევ გაიკეთა, ნაციონალურ მოძრაობაშიც უარყოფენ და არც 1 და 2 ნოემბერს გავრცელებული სატელევიზიო კადრებიდან ჩანს, რომ ნიკა მელია ელექტრონულ სამაჯურს, რომელიც აქციაზე პროტესტის ნიშნად მოიხსნა, ისევ ატარებს“.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)