თბილისი. „უფლებები საქართველო“ მოითხოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ამსახველი ვიდეოს კანონიერების შესწავლას.
„ვინაიდან იკვეთება კითხვის ნიშნები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გიორგი რურუას და ვიდეოში წარმოდგენილი სხვა პირების პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებასთან დაკავშირებით, „უფლებები საქართველო“ მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორს განახორციელოს ინსპექტირება, შეისწავლოს მოცემულ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება და, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გამოიყენოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფორმა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)