თბილისი. მითების დეტექტრის ინფორმაციის თანახმად, 1 ნოემბერს საინფორმაციო გამოცემებმა, alia.ge-მ, resonancedaily.com-მა, primetime.ge-მ, Metronome.ge-მ და progressnews.press-მა გამოაქვეყნეს იდენტური შინაარსის ინფორმაცია, რომელიც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლის გუბაზ სანიკიძის განცხადებას ეხება.
„სტატიების სათაურები მცირე განსხვავებებს შეიცავს, თუმცა ყველა მათგანში გამოყენებულია ციტატა „ან დაუმორჩილებლობა, ან სახელმწიფო გადატრიალება.“ გავრცელებული ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მანიპულაციურია, რადგან ის რეალურ განცხადებას არ შეესებამება და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გუბაზ სანიკიძე ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს. რეალურად კი, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალება ქვეყნის ხელისუფლების მიერ ხდება და ოპოზიციას მობილიზებისკენ ან ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს“, ნათქვამია მასალაში.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)