თბილისი. თუ თქვენ აპირებთ განაცხადის წარდგენას DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებზე და ვერ ასწრებთ გერმანული ან ინგლისური ენის სერთიფიკატის მოპოვებას, შეგიძლიათ ჩააბაროთ onSET-ის სადიაგნოსტიკო ტესტი, რაც განაცხადის წარდგენის ეტაპზე საკმარისი იქნება თქვენი ენის კომპეტენციის დასადგენად (უნივერსიტეტში სასწავლო ადგილის მოსაპოვებლად აუცილებლად დაგჭირდებათ მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი ენის სერთიფიკატი). წელს რეგისტრაციას DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრი განახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)