თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოსაზრებით, Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის გამოყენებული ჯარიმების კონსტიტუციურობაზე მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა პირბადის ტარების წესში შეტანილმა ბოლო ცვლილებამ პირის დაჯარიმების კონსტიტუციურობის და კანონიერების სრულად განსხვავებული პრობლემა წარმოშვა.
„კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ცალკე სამართალდარღვევა გაითვალისწინა, საიდანაც ცხადად იკითხება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლი არ ითხოვს პირბადის ტარებას ღია სივრცეში და არც აკრძალული ქმედების შინაარსის გაფართოების უფლებას ანიჭებს საქართველოს მთავრობას“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)