თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ შეტანილი საჩივრები რამდენიმე ოლქში სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დატოვეს, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს.
„საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრების განუხილველად დატოვების ერთ-ერთ მიზეზად დამკვირვებლების მხრიდან მინდობილობის წარუდგენლობას ასახელებდნენ. საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები ჩაინიშნა და სხდომაზე დაიბარეს ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მინდობილობები წარადგინეს, რითაც დასტურდებოდა, რომ არა მხოლოდ სხდომაზე, არამედ საჩივრის შეტანის მომენტშიც ჩვენი დამკვირვებლები ორგანიზაციის სახელით მოქმედებდნენ, საჩივრები მაინც არ განიხილეს“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)