თბილისი. შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების 30 ორგანიზაცია წერილით მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს თხოვნით, უზრუნველყოს შშმ პირთათვის უფასო სამედიცინო მომსახურება თანაგადახდის პირობის გარეშე.
„დღეს არსებული კანონმდებლობა სრულ სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებს მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, რაც სერვისის გარეშე ტოვებს ყველა დანარჩენ შშმ ბავშვსა თუ პირს, რომელთაც არ აქვთ მკვეთრად გამოხატული შეზღუდვები. გეგმიური თუ ამბულატორიული მომსახურების მისაღებად შშმ ბავშვებსა და მოზრდილებს სჭირდებათ 20% იანი თანამონაწილეობა, რაც ხშირ შემთხვევაში სოციალური დახმარების ოდენობას აღემატება და შშმ პირებსა და ოჯახებს აყენებს წარმოუდგენელი ვალდებულებების წინაშე“ , ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.epfound.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)