en
ge

მოხალისეობრივი ინიციატივა: ველოშეჯიბრი “Zhinvali XC Adventure 2020”

მოხალისეობრივი ინიციატივა: ველოშეჯიბრი “Zhinvali XC Adventure 2020”

მცხეთა-მთიანეთი. 1 ნოემბერს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, „კავკასიის ველო ქსელმა“, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანანურიდან არაგვის სათავგადასავლო ცენტრამდე, ჩაატარა ველოშეჯიბრი “Zhinvali XC Adventure 2020”, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრებისა და მოხალისეობრივი იდეის პოპულარიზაციას. მოხალისეობის პოპულარიზაციის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტიდან 10 მოხალისე ჩართული იყო შეჯიბრის სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებში და ღონისძიების წარმართვაში.

ველოშეჯიბრი “Zhinvali XC Adventure 2020” ერთ–ერთი მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელმაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ გაიმარჯვა.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)