en
ge

დემოკრატიის სკოლას თელავის უნივერსიტეტის შენობიდან გადასვლა მოსთხოვეს

კახეთი.nimd-ის დემოკრატიის სკოლას თელავის უნივერსიტეტის შენობიდან გასვლა ოფიციალურად მოთხოვეს.
ორგანიზაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის ნიკოლოზ შარვაშიძეს თქმით, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, აღნიშნული მოთხოვნის მიზეზი ფართის უქონლობაა. მისივე თქმით, დემოკრატიის სკოლის შენობიდან გასვლის მოთხოვნა შესაძლებელია სხვა საკითხით იყოს გამოწვეული, რადგან ამ დროისთვის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სათანადო ფართის პრობლემა არ არსებობს. უფრო მეტიც, სასწავლებლის კომპლექსში შემავალი 4 შენობა თავისუფალია. ნიკოლოზ შარვაშიძეს თქმით, რა გახდა რეალურად უნივერსიტეტის განცხადება ფართის დატოვებასთან დაკავშირებით, უცნობია: „nimd–ის დემოკრატიის სკოლა მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა არ შეწყვეტს მუშაობას. თუ უნივერსიტეტის დირექცია გადაწყვეტს, რომ ფართი დავტოვოთ დავტოვებთ. მათ ამის მოთხოვნის უფლება აქვთ.  ჯერ არ გვაქვს მოძიებული ალტერნატიული ფართი სადაც სკოლა განაგრძობს ფუნქციონირებას, მაგრამ ყველას ვპირდებით, რომ ფართის მოძიება მოხდება და დემოკრატიის სკოლა უფრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023