თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს ბლოგპოსტს: ჯო ბაიდენის ვიდეოს „ჩვენ ვართ“ მანიპულაციურად ავრცელებს.
„6 ნოემბერს, ტრამპის მხარდამჭერმა ქართულმა გვერდმა „ჩვენ ვართ“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც ჯო ბაიდენის სიტყვებია მოყვანილი: „ჩვენ შევკრიბეთ ამერიკის პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი და ყოვლისმომცველი არჩევნების გაყალბების ორგანიზაცია“.
„ჯო ბაიდენის ფრაზა უკონტექსტოდ და მანიპულაციურად ვრცელდება, რეალურად ბაიდენი საუბრობს არა ხმების გაყალბების სისტემის ორგანიზებაზე, არამედ ხმების დაცვის სისტემზე, რომელიც მისი თქმით, ამერიკის პოლიტიკური ისტორიის განმავლობაში ყველზე ძლიერია“.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)