en
ge

ღია საზოგადოების ფონდი არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ღია საზოგადოების ფონდი არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

თბილისი. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ეხმაურება 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე წელს გატარებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა და თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებამ, გააჩინა რეალური პერსპექტივა, საკანონმდებლო ორგანო გამხდარიყო უფრო პლურალისტური და გადადგმულიყო ქმედითი ნაბიჯები კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის.

თუმცა, ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებებს და მიგვაჩნია, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ტენდენცია, რომ წაიშალა ზღვარი მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული რესურსი, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის დაშინების, მოსყიდვის და მათ თავისუფალ ნებაზე კონტროლის განხორციელების მცდელობებს, რამაც, შესაძლოა, ეჭქვეშ დააყენოს არჩევნების და აღნიშნული არჩევნების შედეგად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმუმრობის საკითხი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2020 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს პარლამენტის, ხოლო მოგვიანებით – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ. აღნიშნული პროტესტის დროს, სამართალდამცავებმა გამოიყენეს შეკრება-მანიფესტაციის დაშლის სპეციალური საშუალებები, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, რამაც ხელი შეუწყო დაძაბულობის ესკალაციას და დაშავდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები“.

სრულად...

წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)