თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად, 2019-2020 წლებში განახორციელა პროექტი - „სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში“.
კვლევამ გამოავლინა რეგიონის 18 ქვეყნის სახელმწიფო არქივების გამჭვირვალობის რეიტინგი და ასევე საკმაოდ საინტერესო მიგნებები და სპეციფიკა, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში სახელმწიფო არქივებს გააჩნიათ.
„COVID-19-ით გამოწვეულმა რეალობამ განსაკუთრებით თვალსაჩინოდ წარმოაჩინა არქივების ვებგვერდების გამართული ფუნქციონირებისა და მომხმარებლებთან ონლაინ კომუნიკაციის მნიშვნელობა, რაც მოცემული კვლევითაც დასტურდება. მაშინ, როდესაც ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოუწიათ სახლში ყოფნა და დისტანციურად მუშაობა, ისტორიკოსებისა და მკვლევრებისთვის საარქივო დოკუმენტებზე წვდომის ერთადერთი საშუალება გახდა ინტერნეტი, არქივების ვებგვერდი, იქ განთავსებული ფონდები და ელექტრონული მონაცემთა ბაზები“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)