იმერეთი. „ბლოგერები ზემო რაჭიდან“ ერთ-ერთი მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელმაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ გაიმარჯვა.
„ინიციატივის ფარგლებში, საინიციატივო ჯგუფი ზემო რაჭიდან, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15-18 წლის ახალგაზრდებს პროგრამაში „ბლოგერები ზემო რაჭიდან“ მონაწილეობის მისაღებად აცხადებს კონკურსს. პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას, ადგილობრივი სათემო პრობლემების მოგვარებას და მოხალისეობის პოპულარიზაციას“.
კონკურსი პროგრამის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)