en
ge

TI: სასამართლოები არ ითვალისწინებენ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას

TI: სასამართლოები არ ითვალისწინებენ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) საარჩევნო დავებს საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს.

TI-ს რამდენიმე თანამშრომელს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა, ამ გარემოების გამო და ზოგადად, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ მიმართა ყველა სასამართლოს დავების ონლაინ რეჟიმში ჩატარების თხოვნით, თუმცა მოთხოვნა არც ერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„გამაოგნებელია სასამართლოს პოზიცია შექმნილ მძიმე სიტუაციაში. სრულიად გაურკვეველია, რატომ არის შეუძლებელი სხდომების ონლაინ რეჟიმში ჩატარება, იმ პირობებში როდესაც სასამართლოს უკვე გააჩნია პროცესების ონლაინ ჩატარების შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შესაბამის სასამართლოებს, გადავიდნენ პროცესების ონლაინ ჩატარების რეჟიმზე და მოგვცენ შესაძლებლობა, სათანადოდ უზრუნველვყოთ ჩვენი პოზიციების წარდგენა სასამართლო პროცესებზე“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში სამართალი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)