თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) 4 ნოემბერს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 7 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას დააკვირდა.
ორგანიზაციის მონიტორის შეფასებით - „საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა ეჭვის ქვეშ დგება და ეყრდნობა მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებას, რაც მსგავს საქმეებზე დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა“.
წყარო: humanrights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)