თბილისი. 2020 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ღია სხდომაზე დაგეგმილია „ბათუმი რივიერას“ საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი განხილვა. საჩივარი ადგილობრივმა მოსახლეობამ და ორგანიზაცია „ბათომმა“ წარადგინეს და მათ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
„საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. გადაწყვეტილებების მიღებისას არ არის შეფასებული პროექტის გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, სანაპიროზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე. შესაბამისად, სახეზეა იმ ტიპის დარღვევები, რაც მშენებლობის ნებართვის ბათილობის საფუძველი უნდა გახდეს“, ნათქვამია საიას ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)