თბილისი. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საქართველოს პარლამენტის კენჭისყრის დღის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში ჯამში 19 სარჩელი წარადგინა, რითაც 33 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების გადათვლაზე უარი ან საჩივრის განუხილვევლად დატოვების გადაწყვეტილებები გაასაჩივრა.
წარდგენილი სარჩელების საფუძველზე სასამართლომ ორ საოლქო საარჩევნო კომისიას 4 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა დაავალა.
ორგანიზაციის მიერ მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების განხილვების პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე სამწუხარო ტენდენცია: სასამართლოებმა ვერ გაიაზრეს მათი როლი საარჩევნო პროცესში; აშკარად გამოიკვეთა საარჩევნო დავებზე მომუშავე მოსამართლეთა ნაწილის არაკომპეტენტურობა; გამოიკვეთა სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ მიკერძოებულობის პრობლემა; სასამართლო გადაწყვეტილებები არასათანადოდაა დასაბუთებული; სასამართლო გადაწყვეტილების დაგვიანებით ჩაბარება.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)