თბილისი. „მითების დეტექტორის“ ბლოგპოსტის თანახმად, 13 ნოემბერს, ფეისბუქ-გვერდმა „ყოველდღიური მოვლენები“ გააზიარა სქრინი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფოტოს ახლავს ციტატა: „მინდა მიულოცო წარმატებული თამაში საქართველოს ვიბრძოლეთ მაგრამ სამწუხაროდ წავაგეთ არაუშავსრ“.
„„ყოველდღიური მოვლენების“ პოსტი, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა წაგებულ საფეხბურთო მატჩში საქართველოს ნაკრებს “წარმატებული თამაში” მიულოცა, ყალბია. სალომე ზურაბიშვილის მსგავსი განცხადება არც სოციალურ ქსელებში და არც სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა ციტატის ნამდვილობა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც უარყო. გრამატიკული შეცდომებით გამოქვეყნებული ყალბი პოსტი სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, ნათქვამია მასალაში.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)