თბილისი. 2020 წლის 7 მაისს და 12 ივნისს სახალხო დამცველის მოადგილემ და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ საგანგებო ვიზიტები განახორციელეს.
„ვიზიტების მიზანი დაწესებულების მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით გატარებული ზომებისა და პაციენტის უფლებებზე მათი გავლენის შესწავლა იყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებულებამ გარკვეული ღონისძიებები გაატარა. თუმცა, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში COVID 19-ის პირობებში კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის დამტკიცების შემდეგაც კი, დაწესებულებას სრულად არ ჰქონდა დანერგილი სტანდარტით გათვალისწინებული რიგი რეკომენდაციები“, ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)