თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ნათია შავაძის სახელით კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
„საია სადავოდ ხდის „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მუხლს. სადავო ნორმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხვედრის მსურველ აპლიკანტებს ასაკობრივი ნიშნით ყოფს, რის გამოც თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი აპლიკანტების სასურველ პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის შესაძლებლობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით მოსარჩელეს ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით დაცული თანასწორობისა და განათლების უფლებები. სადავო ნორმის მიხედვით, 19 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებს ყოველთვის 23 ქულიანი, ხოლო 19-დან 29 წლამდე ასაკის კატეგორიის აპლიკანტებს ყოველთვის 9 ქულიანი უპირატესობა აქვთ 29 წლის ზემოთ მყოფი ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებთან მიმართებით. ამდენად, უფრო რეალური შანსი აქვთ მოხვდნენ მათთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე და დაეუფლონ პროფესიას“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)