თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 12-13 ნომბერს, სენაკის მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.
„ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე ანტიკორუფციული მექანიზმების მიმართულებით მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ ტრენინგს წინ უსწრებდა მერიაში არსებული სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება, შემდგომ კი სენაკის მერიის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)