თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სტატიას: რუსული ონლაინ მედია საქართველოში პომპეოს ვიზიტის შესახებ.
„რუსულ წყაროებთან დაკავშირებით, საყურადღებოა ის, რომ, როგორც IDFI-ის დაკვირვებამ აჩვენა, პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ დომინირებდა ინფორმაცია და ვერსიები იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნის დასაანონსებლად ჩამოდის. როგორც რუსული წყაროები აქტიურად იუწყებიან, ამერიკა ამ ნაბიჯის გადადგმას ყარაბაღში რუსი „სამშვიდობოების“ განთავსებისა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების გამყარების პასუხად გეგმავს“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)