27 ნოემბერს, 15:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გამართვას კონსულტაცია-ვებინარს, რომელიც შეეხება შრომით სამართლებრივ საკითხებს, მათ შორის შრომის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს.
ვებინარი წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, არაუგვიანეს 24 ნოემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისას მიუთითეთ საკითხი/კითხვა რომელზეც გსურთ საუბარი იყოს ვებინარზე. რეგისტრირებული პირები ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებენ მონაწილეობისათვის აუცილებელ ZOOM-ის ბმულს.
საკონტაქტო ტელეფონი: 577 69 30 74
კონსულტაცია-ვებინარი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით ახორციელებს კონსორციუმი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)