თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს განაცხადების მიღებას „ქარტიის პრიზი 2020-ის“ მოსაპოვებლად. ყოველწლიური კონკურსის მიზანია პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების და ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსი ცხადდება შემდეგ რვა ნომინაციაში:
• ვიდეორეპორტაჟი
• მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია)
• სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
• ჟურნალისტური გამოძიება
• ვიდეორეპორტაჟი COVID-19-ზე
• მულტიმედია პროექტი COVID-19-ზე (1 მასალა ან სერია)
• სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში COVID-19-ზე
• ჟურნალისტური გამოძიება COVID-19-ზე პირველ ოთხ კატეგორიაში პრიზი გაიცემა აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო COVID-19-ის საკითხებზე პრიზი დაწესებულია IREX-ის M-TAG პროგრამის მიერ.
წყარო: www.qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)