თბილისი. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი გთავაზობთ თვითმართულ (self-paced) ონლაინ კურსებს „სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე“.
„კურსი განკუთვნილია საზოგადოებრივი, არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯერებისა და ხელმძღვანელებისთვის - მათთვის, ვისაც ორგანიზაციაში ჯანსაღი და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა სურს.
კურსი შექმნილია კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)