თბილისი. ადამიანის უფლებების სწვალებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს თორნიკე გერლიანის სტატიას: სათემო მიწათსარგებლობა და ადგილობრივთა კოლექტიური უფლებები რესურსებზე.
„წინამდებარე ტექსტი მიმოიხილავს საერთაშორისო და სახელმწიფოს შიდა დონეებზე სათემო მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული უფლებების კომპონენტებს და იმ მიდგომებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი აღიარება და დაცვა. მასში გაანალიზებულია სათემო მიწათსარგებლობის სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმები და მათი პოტენციური გავლენები ადგილობრივი თემის ინტერესებისა და უფლებების დაცვის კონტექსტში. ტექსტში წარმოდგენილი მსჯელობები არის მცდელობა, სათემო მიწათსარგებლობის აღიარებისა და დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენით ნათელი გახდეს მისი პრინციპული დაპირისპირება განვითარების იმ პარადიგმებთან, რომლებიც მიმართულნი არიან რესურსების მაქსიმალური ათვისების გზით გარემოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების, ადგილობრივი კულტურის, ცხოვრების წესისა და ტრადიციების გაქრობის, უთანასწორობის კვლავწარმოებისა და კერძო კაპიტალის ხელში რესურსებისა და ძალაუფლების თავმოყრისკენ“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)