თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს სტატიას: მსჯელობა დამოუკიდებლობაზე პოლიციის ანგარიშვალდებულების საკითხის წამოწევა საჩივრების დამოუკიდებელი გამოძიების გზით.
„ამ ნაშრომის მიზანია იმის ჩვენება, რომ დამოუკიდებელი გამოძიების ჩარჩოს შემოღება მხოლოდ დასაწყისია და საკითხისთვის პრაქტიკოსების თვალით შეხედვისას იბადება ორი მთავარი შეკითხვა. პირველი შეკითხვაა რას ნიშნავს იყო „დამოუკიდებელი“ - რა არის დამოუკიდებლობა პრაქტიკაში? როგორც ნაშრომშია განხილული, დამოუკიდებლობა არაა მხოლოდ ონთოლოგიური მდგომარეობა და არც კონკრეტული ინსტიტუციური ფორმა; ის კომპლექსური ცვლადი კულტურული ცნებების სფეროა და სამოქმედო ჩარჩოა. მეორე შეკითხვაა, რა არის ის გარემო ფაქტორები, რომელთა პირობებშიც დამოუკიდებელ გამოძიებას უწევს მოქმედება და რა გავლენა აქვთ ამ პირობებს დამოუკიდებლობის განხორციელებაზე? როგორც ამ კითხვის პასუხად ირკვევა, საპოლიციო საჩივრების დამოუკიდებელი გამოძიების პროცესი მოიცავს „მარეგულირებელი წნეხის“ ძალებთან და დამოუკიდებლობის განხორციელების სხვა პოტენციურ ბარიერებთან მუდმივ ურთიერთქმედებას“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)