en
ge

რატომ ვართ ღარიბები? მურუსიძის კიდევ ერთი „კანონიერი“ გადაწყვეტილება

რატომ ვართ ღარიბები? მურუსიძის კიდევ ერთი „კანონიერი“ გადაწყვეტილება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ორგანიზაციის იურისტის, გიორგი ტაბატაძის ბლოგპოსტს: რატომ ვართ ღარიბები? მურუსიძის კიდევ ერთი „კანონიერი“ გადაწყვეტილება.

„20 თეთრად შეფასებული ხრეშის გამო 54 650 დოლარიანი ტრაქტორის წართმევა და ბიზნესის გაჩერება იმდენად ნორმალური მოვლენაა მურუსიძის სასამართლოსთვის, რომ დღემდე ამ საქმეს საზოგადოების სათანადო ყურადღება არ დაუმსახურებია.

შპს „ბექანასი“, რომელიც სახელმწიფოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ქვიშა ხრეშს მოიპოვებდა, 2018 წელს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააჯარიმეს 1 მ3 ქვიშა ხრეშის, ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის გარეთ, მოპოვებისთვის. დეპარტამენტის თანამშრომლების განმარტებით, 1 მ3 ქვიშა ხრეშის ღირებულება 20 თეთრს შეადგენდა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის წმინდა ოდენობა კი 1 ლარს. ასეთი მცირე ზიანის მიუხედავად, კომპანიას ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დააკისრეს და ასევე ჩამოართვეს 54 650 ღირებულების ტრაქტორი, როგორც სამართალდარღვევის იარაღი.

რატომ არ შემოდის ინვესტიციები? რატომ უფასურდება ლარი? რატომ გვაქვს მუდმივად უსამართლობის განცდა? საერთოდ რატომ ვართ ასეთი ღარიბები? ამ კითხვებს პასუხი ამ ერთი საქმითაც შეიძლება გავცეთ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)