თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ შეტანილ განაცხადზე მთავრობის მოსაზრებებს.
„თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული. EMC-მა განაცხადი ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 6 ივნისს გააგზავნა. 2019 წლის 23 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლო უკვე დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. პანდემიის გამო პროცესის გადავადების გამო, მთავრობის პოზიციები ჩვენ 2020 წლის 1 სექტემბერს გვეცნობა. 2021 წლის 21 ნოემბერს EMC-იმ მთავრობის პოზიციებსა და პასუხებს უპასუხა და მისი წერილობითი დასაბუთება ევროპულ სასამართლოში წარადგინა“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)