თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს კვლევას: ეთნიკური უმცირესობების მიმართ განათლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევები.
„ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2005 წლიდან დღემდე განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები, როგორც წესი გამოტოვებდა, ან არასაკმარისად პასუხობდა ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას. უმაღლესი განათლებისა (1+4 პროგრამა) და ქართული ენის, როგორც მეორე ენის სწავლების მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიღმა, არაქართულენოვანი სკოლების პრობლემები სამწუხაროდ განათლების პოლიტიკის პრიორიტეტებში წლების განმავლობაში სუსტად ექცეოდა. მეტიც, ამ კუთხით განათლების სისტემაში ფუნდამენტური ჩავარდნების და შედეგების მიუხედავად, უმცირესობების განათლების მიმართულებით სპეციალური და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება სამთავრობო დღის წესრიგში არ დამდგარ“, ნათქვამია კვლევაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)