თბილისი. ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმაურება თბილისის მეტროპოლიტენში განვითარებულ მოვლენებს სამუშაო ადგილზე „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების შემთხვევების საგრძნობლად გაზრდიდან გამომდინარე.
„თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირის „ერთობა 2013-ის“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულია კომპანიაში დასაქმებული მეტროს ორივე ხაზზე მომუშავე 50 მემანქანე. ამასთანავე, დაინფიცირებულნი არიან მეტროპოლიტენში მომუშავე სხვა პოზიციებზე დასაქმებულებიც. ყოველივე ეს მეტროს გამართულ და უსაფრთხო მუშაობას აფერხებს. სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, ,,ერთობა-2013"-ის გამგეობის წევრები შეხვდენენ სატრანსპორტო კომპანიის დირექციას, რომელსაც შესთავაზეს ვირუსთან დაკავშირებით ისეთი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომელიც მეტროს შეუნარჩუნებდა მუშაობას მცირედი შეზღუდვებით და მგზავრებსა და თანამშრომლებს ინფიცირებისაგან მაქსიმალურად დაიცავდა. სამწუხაროდ, პროფკავშირის ინიციატივა არ იყო გათვალისწინებული, ხოლო ვირუსის გავრცელებამ მაღალ ნიშნულებს მიაღწია“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)