თბილისი. ადამიანის უფლeბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შეფასების დოკუმენტს.
„კანონის მიღებიდან ზუსტად 12 წელი გავიდა. ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას, კანონის არსებობის პარალელურად, არაერთი მცდელობა ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო რეჟიმებისთვის ახალ-ახალი სამშვიდობო წინადადებები შეეთავაზებინა. თუმცა, როგორც თომას დე ვაალი წერს, „დე-ფაქტო რეჟიმების უჩვეულო გამძლეობა“ ამ შეთავაზებებისთვის ადგილს თითქმის არ ტოვებდა. სამშვიდობო ინიციატივების პარალელურად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონიც უფრო მეტად ჰუმანური ხდებოდა ეტაპობრივი ცვლილებების შედეგად. თუმცა, სადაოა, რამდენად ქმნიდა ის კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის და ამ პროცესში უფლებრივი და ჰუმანიტარული პერსპექტივების გაჩენის საშუალებას. სტატიის მიზანია გაანალიზოს კანონის განვითარების ეტაპები, უფლებრივი და ჰუმანიტარული განზომილებები და მისი ადგილი ერთიან სამშვიდობო პოლიტიკაში“, ნათქვამია მასალაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)