თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის - Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო, რომლის მიმართაც გუშინ გამოძიება დაიწყო.
„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლის საფუძველზე. საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი, რომლის მიხედვითაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აკრძალული ქმედების განმეორებით ჩადენის გამო შესაძლებელია პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არაკონსტიტუციურია“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)