თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კარტოგრაფების საქმე შეისწავლა და წარმოადგენს საქმის სამართლებრივ შეფასებას.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია ამიტომ, მნიშვნელოვანია შეწყდეს დევნა ბრალდებული პირების მიმართ.
„EMC-ის მიერ ჩატარებული სისხლის სამართლის საქმის მასალების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო ბრალდების პოზიციები აშკარად დაუსაბუთებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეში ჩანს არსებითი შინაარსის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეუსაბამობები და აშკარად შეუსწავლელი გარემოებები, რაც პროკურატურის მხრიდან მნიშვნელოვანი გარემოებების განზრახ უგულებელყოფის ეჭვს ბადებს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)