თბილისი. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი იწვევს სტუდენტებს ამჯერად ნატო-ს თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსში მონაწილეობისთვის.
კურსი შედგება ხუთი ვებინარისგან და მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გაიგონ მეტი ნატოს ისტორიაზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე, ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები.
ვებინარები გაიმართება 9, 11, 18, 21 და 23 დეკემბერს (თითო ლექციის ხანგრძლივობა 60-90 წუთი). ვებინარი ქართულ ენაზე ონლაინ პლატფორმის (Zoom) საშუალებით ჩატარდება. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი ცენტრის ყველა კურსი მონაწილეებისათვის უფასოა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს...
წყარო: ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)