თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აქვეყნებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედების ისტორიებს.
„სახელმწიფოს აქვს ორსულებისთვის პროგრამა, მაგრამ მე ვერაფრით ვისარგებლე. გამოდის ორსული შშმ პირებისთვის არ არის პროგრამა - მე რომ მივედი კლინიკაში არსად არ გამიშვეს. მითხრეს, იარე აქ. ვუთხარი, ისეთ კლინიკაში გამიშვით, სადაც კიბეები მაინც არ იქნება-მეთქი. ხელით დამატარებდა მეუღლე, ფეხები მეჭიმებოდა, მერე მუცელიც. რისკებთან იყო დაკავშირებული. ამ ყველაფერზე სხვაგანაც მილაპარაკია, მაგრამ იშვიათი მოვლენა რომაა, არავის აინტერესებს. კიდევ კარგი, გამოკვლევების ფულიც მქონდა და ბავშვიც ჯანმრთელი გაჩნდა. ყელში ამომივიდა უკვე ამაზე საუბარი. რეაგირება მაინც არ მოჰყოლია და ჰუმანურობაც არავის გამოუჩენია“, ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)