თბილისი. 1 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საქმეზე სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ზოგადი ღონისძიების სახით გატარებულ ზომებს აფასებს.
„მინისტრთა კომიტეტი 2018 წლის 19 ოქტომბრიდან ზედამხედველობს სარიშვილი-ბოლქვაძის საქმის აღსრულებას. აღნიშნული საქმე კერძო სამედიცინო დაწესებულებაში არასათანადო მკურნალობის შედეგად პაციენტის გარდაცვალებას და გარდაცვლილის ოჯახის წევრისთვის სამოქალაქო სამართალწარმოების გზით გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის მინიჭებაზე უარს შეეხება. ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)