en
ge

სოციალური მედიის ფესტივალი

თბილისი. 19 აპრლის, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის საინფორმაციო სკოლის ტექნოლოგიების და სოციალური კვლილების ჯგუფმა (TASCHA) და „ჯამპსტარტ ჯორჯიამ" IREX G-MEDIA-ს მულტიმედიური განათლების ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ერთდღიანი სოციალური მედიის ფესტივალი გამართეს. 
ფესტივალი, სახელად „Civika2013", მიზნად ისახავს გააუმჯობესოს იმ არასამთავორობო ორგანიზაციების უნარები სოციალური მედიისა და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენების კუთხით, რომლებიც საჯარო პოლიტიკის ანალიზისა და ადვოკატირების მიმართულებით მუშაობენ. ღონისძიებაში 30-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალი „არაკონფერენციის ფორმატში" გაიმართა. ეს ფორმატი ხელს უწყობს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ სესიების ორგანიზატორებიცა და წამყვანებიც თავად დამსწრენი არიან.  ფესტივალის მონაწილეთა მიერ შერჩეული თემები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების ეფექტურად გამოყენებას, ვიზუალიზაციის ტექნიკის საშუალებით მონაცემების წარმოდგენას, სოციალური მედიის გამოყენების სტრატეგიებსა და იმ საშუალებებს ეხებოდა, რომლებიც ხელს უწყობენ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტილების მიმღებ პირებათან მიტანას.
წყარო:ewmi-gpac.org



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)